პროკურორი: მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არის მონტაჟის შედეგად შექმნილი ყალბი მტკიცებულება

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არის მონტაჟის შედეგად შექმნილი ყალბი მტკიცებულება

მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ჩატარდა ექსპერტიზა და ცალსახად დადგინდა, რომ ეს არის მონტაჟის შედეგად შექმნილი ყალბი მტკიცებულება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების და საგამოძიებო უწყების შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები, რომლებიც ამ საქმეზე იცავენ ოჯახის ინტერესებს, საკმაოდ კვალიფიციურნი არიან და ძალიან მარტივი დაკვირვების პროცესშიც კი შეამჩნევდნენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები მონტაჟის შედეგად მიღებული ყალბი მტკიცებულებებია. ამირან გულუაშვილის თქმით, ადვოკატები გამოძიებასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, თუმცა პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმ საკითხის გარკვევით, ვინ და რა მიზნით დაამონტაჟა ეს „მტკიცებულება“.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ფოტოები 2020 წლის 19 ივლისს სატელიტით იყო გადაღებული და ამ ფოტოებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ ჩანდა.

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს.