კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

კიევის პოლიციაში დეტალებს ჯერ ვერ აზუსტებენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფების მობილიზება იწყება.