რეპერების - Cardi B-ისა და Offset-ის სამწლიანი ქორწინება დასასრულს მიუახლოვდა. 27 წლის რეპერმა 15 სექტემბერს უკვე შეიტანა განაცხადი ქმართან დაშორებაზე, ხოლო სასამართლო მოსმენა 4 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
ქარდის სურს ოჯახური ქონება თანაბრად გადანაწილდეს და გარდა ამისა, მოაგვაროს ალიმენტის საკითხიც.
როგორც ინსაიდერმა აღნიშნა, ქარდი მიხვდა რომ უბრალოდ დროს კარგავს და სჯობს ეს ყველაფერი დაასრულოს, ის ამაში დამნაშავედ არავის თვლის და აღნიშნავს რო ოფსეტი ყოველთვის ეყვარება, რადგან ის მისი ქალიშვილის მამაა.