ამერიკელი მსახიობი ჯიმ კერი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს განასახიერებს. ამის შესახებ NBC იტყობინება.
ბაიდენის როლს კერი სატელევიზიო შოუს Saturday Night Live (SNL) 46-ე სეზონში შეასრულებს. ახალი სეზონის ანონსი SNL-ის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
46-ე სეზონის პირველი ეპიზოდი ეთერში 3 ოქტომბერს გავა.