აშშ-ში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა

აშშ-ში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა

ტროპიკულმა ქარიშხალმა „სალი“ 550 ათასი ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქია ფლორიდასა და ალაბამაში მძვინვარებს. „სალი“ მეორე კატეგორიამდე დასუსტდა, თუმცა შტატებში უპრეცედენტო წყალდიდობები გრძელდება. დატბორილი ადგილებიდან ასობით ადამიანი გადაარჩინეს, ერთი კი გარდაიცვალა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 169 კილომეტრს აღწევდა. მოგვიანებით ეს მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა მაქსიმალური ზარალი სახლებს ძლიერმა წვიმამ და შედეგად ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა მიაყენა.