შემოსავლების სამსახურს ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. ბრძანებულებას ხუციშვილის დანიშვნის შესახებ ხელი გუშინ მოეწერა. დღემდე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობას კახა ცერცვაძე ასრულებდა, რომელიც ამჟამად ლაშა ხუციშვილის პირველი მოადგილეა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუციშვილი 2007-2008 წლებში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აპარატში, 2008 წლიდან კი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობდა.