„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
„ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. პორტალზე სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს. კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად მოთამაშეები ერთმანეთს სრულიად უფასოდ, მხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშებიან.
ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი: “ ჩვენი ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ახალ წესებს სთავაზობს სათამაშო ბიზნესს. თუმცა მსგავს ნაბიჯებს ევროპაბეთისგან ვფიქრობ საზოგადოება უკვე მიეჩვია. პასუხისმგებლიანი თამაშის და ოპერირების პოლიტიკა ბევრ უპრეცედენტო ინიციატივას გულისხმობს. უფასო სამაგიდო თამაშების შეთავაზება ყველაზე ზუსტად ეხმიანება ჩვენი კომპანიის სლოგანს „ითამაშე, მხოლოდ სიამოვნებისთვის!“
პანდემიის პერიოდში ამ პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. ამ ფაქტის და ზოგადად გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება პოპულარული თამაშები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა გართობის მსურველებისთვის.
დღეიდან ევროპაბეთი უარს ამბობს იმ სოლიდურ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი ნარდის, ბურასა და დომინოს თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ითამაშოს პოპულარული თამაშები მხოლოდ სიამოვნებისთვის. რაც მთავარია, ბოლო თვეების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენი პლატფორმა ყველაზე დიდი პორტალია რეგიონში, სადაც ერთდროულად ათასობით ადამიანს შეუძლია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ითამაშოს.“
უალტერნატივო პირობების გარდა ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების განყოფილება არაერთ ექსკლუზიურ პროდუქტსაც სთავაზობს მომხარებელს.
ბურას, ნარდისა და დომინოს ქეშ მაგიდებზე ევროპაბეთზე ექსკლუზიური „დაზღვეული ხელი“ მოქმედებს. თამაშის დაწყების შემდეგ, დაზღვეული მაგიდა შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა და წაგებულ მოთამაშეს რეალური ფული ანგარიშზე სრულად უბრუნდება. ექსკლუზიური ფუნქციონალით უკვე დაზღვეულია 252 380-ზე მეტი ხელი და ამ მოთამაშეებისთვის ჯამში დაბრუნებულია 412 800 ლარი.
- მრავალფეროვანი უფასო ტურნირები
მხოლოდ ევროპაბეთზე მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა ითამაშონ 5 კარტა ბურას და გრძელი ნარდის უფასო ტურნირები. მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ ჩაერთოს ფრიროლების ყველაზე დიდ სერიაში და ყოველ საათში ერთხელ მოიგოს ფულადი პრიზები.
- სპინ ტურნირები
სამაგიდო თამაშების თითოეულ სახეობაში სპინ თამაშების მრავალფეროვანი ჩამონათვალია. მათ შორის გამორჩეულია 5+1 სპინ ტურნირები. რომლის ფარგლებშიც მოთამაშეები ყოველ მეექვსე ტურნირს უფასოდ თამაშობენ. როცა მოთამაშე მონაწილეობას იღებს ნარდის, ბურასა და დომინოს 5 ერთნაირ სპინ ტურნირში, ის მსგავს ტურნირზე რეგისტრაციისთვის მომდევნო ბილეთს იღებს უფასოდ. დღის განმავლობაში შესაძლებელია სულ 10 სხვადასხვა სპინ ტურნირის უფასო ბილეთის მიღება.
„ევროპაბეთის“ რეგიონის ყველაზე დიდ პორტალზე თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა.