ოქრუაშვილის საქმე (video)

ოქრუაშვილის საქმე (video)

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად იმ შვიდი პირის საქმეს განიხილავენ, რომლებსაც ბრალად უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა ედებათ. თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით კი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მოეხსნა,. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გაგრძელებათან დაკავშირებით და მას არც გირაო შეუფარდა. ეს ინფორმაცია დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

  •