პოპის დედოფალი მადონა თავის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალი ავტობიოგრაფიული სურათის რეჟისორი იქნება. მან მონაწილეობა სცენარის დაწერაშიც მიიღო, მისი თანაავტორი კი ოსკაროსანი სცენარისტი დიაბლო კოდია.
მადონას თქმით, ფილმი მისი წარმატების გზის შესახებ მოგვითხრობს, მთავარი აქცენტი კი მუსიკაზე გაკეთდება.
„მინდა, მოვყვე იმ საოცარი მოგზაურობის შესახებ, რომელშიც ცხოვრებამ წამიყვანა, როგორც ხელოვანი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს“, - განაცხადა მადონამ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ითამაშებს სურათში და როდის გამოვა ის ეკრანებზე.