სლოვენიაში მელანია ტრამპს ახალი ძეგლი დაუდგეს

სლოვენიაში მელანია ტრამპს ახალი ძეგლი დაუდგეს

სლოვენიაში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ბრინჯაოს ძეგლი დადგეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქანდაკება ქალაქ სევნიცის მახლობლად დგას, სადაც ტრამპი გაიზარდა. 2019 წელს იქვე თეთრი სახლის მეთაურის ცოლის ხის ძეგლი იდგა. ბრინჯაოს ძეგლზე წარწერაა: „სამუდამო ხსოვნა მელანიას ქანდაკებას, რომელიც ამ ადგილას იდგა“.

ხის ძეგლი აშშ-ის პირველ ლედის 2019 წლის ივლისში დაუდგეს. ქანდაკების ავტორი ამერიკელი მხატვარი ბრედა დაუნია. ქანდაკებას ბევრი აკრიტიკებდა. ტრამპის თაყვანისმცემლები მიიჩნევდნენ, რომ ის აშშ-ის პირველი ლედის სილამაზეს არ გადმოსცემდა, ზოგი კი ნამუშევარს უბრალოდ „შეურაცხმყოფელს“ ეძახდა. 2020 წლის 4 ივლისს ძეგლი დაწვეს.

 

 

Katana . მშვენიერ მელანიას არა, მაგრამ აღდგომის კუნძულებზე რომ გაურკვეველი წარმომავლის ქანდეკებები დგას, იმას უფრო ჰგავს...
აი, ეს არის დეგრადირებული თანამედროვე სახვითი ხელოვნება! (გაიხსენეთ, ნაცების დროს მესტიაში დადგმული სიმახინჯე - "თამარ მეფე"!).
4 წლის უკან