უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 160,000-ს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 160,000-ს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 160,000-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,958 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 162,660-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 76 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,340-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.