ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე 24 მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას Anadolu მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სანაპიროსთან მიგრანტების სამი ნავი შეამჩნიეს, რომელთაგანაც ერთი ჩაიძირა და მისი მგზავრები დაიხრჩვნენ.

მაშველებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ისინი ლიბიაში დააბრუნეს და დააკავეს.

ხმელთაშუა ზღვა ყოველწლიურად ასობით აფრიკელი მიგრანტისთვის საშუალებაა იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებამდე მიაღწიონ. მიგრანტთა უმეტესობა ლიბიიდანაა. მათი დიდი ნაწილი ჯერ იტალიაში ან მალტაში ჩადის და ამ ქვეყნების გავლით მიდიან სხვა ევროპული ქვეყნებისკენ.