იოსიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინსიტრად აირჩიეს

იოსიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინსიტრად აირჩიეს

იაპონიის პარლამენტის უმაღლესმა პალატამ კენჭისყრის შედეგებით, არჩევნებზე გამარჯვებულად იოსიჰიდე სუგა დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.

იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს მხარი ზედა პალატის 142-მა პარლამენტარმა დაუჭირა. მანამდე მას ნდობა პარლამენტის ქვედა პალატამ გამოუცხადა.

იოსიჰიდე სუგა ქვეყნის 99-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. მალე ის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასაც დაასახელებს.

იაპონიის ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ გადადგომის შესახებ აგვისტოს ბოლოს განაცხადა. ამის მიზეზად პოლიტიკოსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.