მიხეილ ყაველაშვილი: „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია და მისი რეალური რეიტინგი 60%-ზე მეტია

მიხეილ ყაველაშვილი: „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია და მისი რეალური რეიტინგი 60%-ზე მეტია

რა თქმა უნდა, არსებობენ განაწყენებული ამომრჩევლებიც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის უპირობო ლიდერი და მისი რეალური რეიტინგი 60%-ზე მეტია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, „გორბის“ კვლევის შედეგები მიახლოებულია რეალობასთან, თუმცა მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ 60% მაინც ექნება. მე ვხვდები მოსახლეობას და ვხედავ მათ განწყობებს, თუმცა არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც და მე მგონია, რომ მათი ნახევარიც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან, შეიძლება განაწყენებულებიც. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიღწევებზე შეუძლებელია თვალის დახუჭვა. გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი და ძალა, რომ მოქალაქეებს სათანადოდ მოექცეს და სამაგალითო ქვეყნად იქცეს სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის და ეს ერთ დღეში ვერ მოხდებოდა. როდესაც პროცესი წინ მიგყავს, მას აუცილებლად ახლავს თან რაღაც ხარვეზები, მაგრამ აუცილებელია, რომ რეალობა დავანახოთ მოქალაქეებს. დიახ, არსებობენ განაწყენებული ამომრჩევლებიც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის უპირობო ლიდერი და 60%-ზე მეტია მისი რეალური რეიტინგი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.