მსახიობი კამერონ დიაზი უამრავი ადამიანისთვის მისაბაძი და საყვარელი ვარსკვლავია, რომელსაც ფანები მთელი მსოფლიოს გარშემო ჰყავს.
წლების განმავლობაში მის მიერ განსახიერებულმა როლებმა მას უდიდესი წარმატება მოუტანა. მიუხედავად მსახიობის დიდი პოპულარობისა ის პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, თუმცა ამჯერად ის ლოს-ანჯელესში გამოჩნდა.
კამერონმა კომფორტული სამოსი მოირგო. მას მაღალ წელიანი ჯინსის შარვალი ეცვა, რომელსაც თეთრი ფერის მაისური და ამავე ფერის კედები შეუხამა. იმიჯს მსახიობმა ჩალის ჩანთა და ყავისფერი მზის სათვალე მოარგო.