აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვულკანური ფერფლი დედამიწის კლიმატზე ძლიერ გავლენას ახდენს. დედამიწაზე ვულკანების საფრთხეებზე სტატია გამოცემა Nature Communications-ზე გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკან კელუდის ამოფრქვევის შემთხვევა გააანალიზეს. ვულკანი 2014 წელს ამოიფრქვა. კვლევამ აჩვენა, რომ ვულკანური ფერფლი ატმოსფეროში რამდენიმე თვე რჩება.
ფერფლი ხელს უშლის დედამიწაზე მზის სხივის შეღწევადობას.
ასევე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ნახშირის დიოქსიდი ატმოსფეროში სხვა მოლეკულებს უერთდება და მჟავად გარდაიქმნება. თეორიულად ამ პროცესს რამდენიმე კვირა სჭირდება, თუმცა ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ პროცესი უფრო სწრაფად მიდის. შედეგად ატმოსფეროში ვულკანური აირები წარმოიქმნება, თუ აირები დიდხანს გაჩერდა, ოზონის ფენა ზიანდება. თუ რა მოცულობით შეუძლია ვულკანურ ფერფლს ოზონის და ატმოსფეროს დაზიანებას ამ საკითხზე კვლევები მიმდინარეობს.