კახა კუჭავა: ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა

კახა კუჭავა: ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა

ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები და მთლიანად ანგარიში როგორმე ნეგატიურ კონტექსტში გაიყვანო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა.

„ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზაზე საქართველომ გაიარა და მიაღწია. რაც ყველაზე მთავარია, დასასრულს ძალიან საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, რომ კონკრეტული მიმართულებებში საქართველომ კიდევ უნდა გააძლიეროს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით. მაგრამ ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს ანგარიში ნეგატიურ კონტექსტში გაიყვანო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.