ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით მმართველი გუნდის მიმართ და ვფიქრობ ოპოზიციასაც მხარი უნდა დაეჭირა რეფომებისთვის, - ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველის შესახებ დებატები გაიმართა.
მისი თქმით, არჩევნები ახალი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ჩატარდება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
„შესანიშნავი და მისასალმებელია საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელება. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ხელი შეუწყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევას. ახლა კითხვა რჩება, თუ როგორ ვაპირებთ მონიტორონგი გავუწიოთ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს. მე ვგულისხმობ კოვიდ-19-ის გამო შექმნილ კრიზისს, პანდემიას და უამრავ პრობლემას. ეუთო აგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს და ჩემი აზრით, ევროპარლამენტმაც ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ასევე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსაც. არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არაჩვეულებრივად მუშაობენ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.