„საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების გზაზე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ „ევროპარლამენტი ქართველ ხალხს და საქართველოს წარმატებას უსურვებს“.
„ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის სოლიდარობას ვუცხადებთ და ვართ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი. საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების გზაზე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მოახერხებენ დემონსტრირებას და დაამტკიცებენ, რომ საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ყოველთვის არის საფრთხე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს და ველოდებით არჩევნებს. ამ დროისთვის, პანდემიის გამო საქართველოში გამგზავრების გეგმები არ მაქვს. კორონავირუსის გამო ძალიან მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და უფრო დისტანციურ მუშაობაზე ვართ გადასული“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.