ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დაგეგმარება , როგორი მისია ჩამოყალიბდება ISAF-ის დასრულების შემდეგ. ირაკლი ალასანიას განცახდებით, საქართველო უკვე მონაწილეობს ნატო-სთან ერთად დაგეგმარების პროცესში - თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება თავად ნატო-ში და ინდივიდუალური ქვეყნები როგორ გააგრძელებენ საკუთარ პროგრამას ავღანეთთან.