რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი და შოუმენი შალვა რამიშვილი ცოლს გაშორდა. თეა აბაშმაძე და შალვა რამიშვილი ერთად ბევრი წელი ცხოვრობდნენ და სამი შვილიც ჰყავთ. თეასა და შალვას დაშორება საზოგადოების ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა და ზოგიერთმა ლამის პირად ტრაგედიად აღიქვა. ნაწილს არ სჯეროდა, ზოგიც კი შალვას თეას მიტოვებაში ადანაშაულებდა. ფაქტია, რომ შალვას ციხეში ყოფნისას მეუღლე ელოდებოდა და მისი გამოშვების თხოვნით, ერთხელ ღია ეთერში ნინო ბურჯანაძესაც მიმართა. რამიშვილი-აბაშმაძის ოჯახი დაინგრა, მაგრამ, როგორც ამბობენ, წყვილი დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. თეა ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობს და როგორც ამბობენ, სულაც არ ჰგავს მიტოვებულ და დეპრესიულ ქალს.
რაც შეეხება შალვას, მკითხველს კარგად ახსოვს, შოუმენმა "ფეისბუქზე" საჯაროდ აღიარა, რომ ანსამბლ "სუხიშვილების" მენეჯერი ხატია ეკიზაშვილი უყვარდა, თუმცა ინტერვიუში ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა. იქვე დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა. შალვასა და ხატიას ხშირად ხედავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როგორც ჩანს, გრძნობების დამალვას აღარ აპირებენ. დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელი პირადი ცხოვრების აფიშირების შესანიშნავ საშუალებად იქცა. მას შემდეგ, რაც წყვილის თავზე ჭორების მთელმა კასკადმა გადაიარა, მათ გვერდზე საერთო ფოტოც გამოჩნდა. სურათზე მესამე გვანცა გორდეზიანია, "შალვა რამიშვილის დილის" პროდიუსერი. შალვა საყვარელ ქალბატონს აღარ მალავს და შესაძლოა, მალე ტელეწამყვანი მეორედ დაოჯახდეს.