19 წლის მოდელი, კაია გერბერი მოდის ინდუსტრიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდა მოდელმა არა-ერთი ვნობილი დიზაინერის და ბრენდის მოდის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პაპარაცები მის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ, ფანები კი მისი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი 23 წლის მსახიობს, ჯეიკობ ელორდის ხვდება, პაპარაცებმა კი ახლახანს ისინი ნიუ-იორკში, აეროპორტის დატოვებისას შენიშნეს.
წყვილი პაპარაცების ობიექტივში მოხვედრას არ უშინდება, თუმცა ერთად გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას ჯერ ჯერობით ერიდება. არც კაიას და არც ჯეიკობს მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.