გასულ წელს, ქენდალ ჯენერმა ჯეიმს კორდენის შოუში აღნიშნა, რომ საკუთარ ოჯახში ყველაზე ცუდ მშობლად კორტნი კარდაშიანს მიიჩნევს, უსიამოვნო და ამაზრზენი საკვების შიშით, მან გადაწყვიტა ოჯახის წევრები მათი შვილებისადმი დამოკიდებულების მიხედვით ჩამოეთვალა, კორტნი კი, ბოლო აღმოჩნდა, რამაც ეს უკანასკნელი გააღიზიანა.
თუმცაღა ქენდალის თქმით, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა და მას მიზნად არ ჰქონია უფროსი დის დაკნინება.
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუში ქენდალი კიდევ ერთ საეჭვო კომენტარს აკეთებს იმის შესახებ რომ გაცილებით მეტ დროს ატარებს კორტნის შვილებთან, ვიდრე დანარჩენ დისშვილებთან, "დიდი განსხვავებაა დისციპლინებს შორის, არ შემიძლია ვთქვა ცუდი ან კარგი რადგან თავად არ მყავს შვილები!"-აღნიშნა მან.