იაპონიის მმართველმა პარტიამ შინზო აბეს მემკვიდრე აირჩია

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინზო აბეს მემკვიდრე აირჩია

იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად იოსიჰიდე სუგა აირჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სწორედ სუგა გახდება ქვეყნის მომავალი პრემიერი. სავარაუდოდ, ის პოსტს უკვე 17 სექტემბერს დაიკავებს. 71 წლის სუგა აბეს ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყოფილი პრემიერის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა და სავარაუდოდ მის პოლიტიკას გააგრძელებს.

იაპონიის ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ გადადგომის შესახებ აგვისტოს ბოლოს განაცხადა. ამის მიზეზად პოლიტიკოსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.