ვენეციის კინოდესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს ლომის“ მფლობელი ამერიკელი რეჟისორის, ქლოა ჩჟაოს ფილმი Nomadland გახდა.
ფილმი ქალზე მოგვითხრობს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და იძულებული გახდა ბორბლებიან სახლში იცხოვროს, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება.
საუკეთესო რეჟისორად ჟიურიმ კიეში კუროსაბა აღიარა, ფილმისთვის „ჯაშუშის ცოლი“.
ფესტივალის გრანპრი ხვდა წილად მიშელ ფრანკოსაც, ფილმისთვის „ახალი წესრიგი“. წლის საუკეთესო მსახიობ კაცად იტალიელი მსახიობი პიერ ფრანჩესკო ფავინო დასახელდა, საუკეთესო მსახიობი ქალი კი ბრიტანელი ვანესა კირბი გახდა.