კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია.

„დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4.

აჭარა, ბათუმი - 109, გურია, ოზურგეთი - 4, თბილისი - 17, იმერეთი, ქუთაისი - 4, კახეთი, გურჯაანი - 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა - 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი - 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი - 9, შიდა ქართლი, გორი - 6 შემთხვევა.

ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა