Netflix-მა-ის გენერალურმა დირექტორმა რიდ ჰასტინგმა, მეგან მარკლის სამსახიობო გეგმები გაამხილა. ამის შესახებ Hello წერს.
რიდ ჰასტინგის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინია ეკრანზე არ გამოჩნდება და ქმართან პრინც ჰარისთან ერთად პროდიუსერის პოზიციაზე იმუშავებს.
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის Netflix-თან თანამშრომობის შესახებ 3 სექტემბერს გახდა ცნობილი. მათ კომპანიასთან რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვთ და დოკუმენტურ, მხატვრულ ფილმებსა და სერიალებს გადაიღებენ. წყვილი ასევე მოამზადებს საბავშვო გადაცემებს.
კომპანიასთან შეთანხმების სხვა დეტალები არ ხმაურდება.