თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება და ახალი ლოკაცია ხდება საეჭვო.
„მოვითხოვთ რომ გამოძიებამ დაკითხოს ელისო კილაძე და გამოართვას რა ინფორმაციასაც ფლობს. რა გვარებიც იყო მითითებული დაიკითხონ ეს ადამიანები.
ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილას, დავათვალიერეთ, ადგილობრივებს ვესაუბრეთ და ვკითხეთ იყო თუ არა საშუალება, შემთხვევის ადგილზე მივსულიყავით ისეთი გზებით, სადაც არ არის კამერა, ყველამ გვითხრა რომ შესაძლებელია, იყო მინიშნებებიც ზრდასრული ადამიანებისგან „თქვენ დგეხართ სწორ გზაზე, იარეთ ამ გზით, სწორ მისამართზე მოხვედით“ — მიგვითითეს პირდაპირ.
მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ ლოკაცია და გადავიდეთ იმ ადგილზე, სადაც ადგილობრივებმა მიგვითითეს და დეტალურად დავიწყოთ ფეხდაფეხ სიარული და ყველა ადგილის გამოკვლევა, საიდანაც შეიძლება ავტომობილი გადაეყვანათ შემთხვევის ადგილზე,“- განაცხადა რამიშვილმა.