მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულმა სოციალურმა ქსელებმა ,,Facebook’’-მა და ,,Twitter’’-მა რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკეს.
კომპანია,,,Facebook’’-ის ინფორმაციით, დაბლოკილია რუსეთთან დაკავშირებული ორი გვერდი და ცამეტი ანგარიში, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსეთი შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩასარევად იყენებდა.
,,Twitter’’-ის განცხადებით კი, კომპანიამ 5 რუსული ანგარიში დაბლოკა.
აღნიშნული ინფორმაცია კომპანიების ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.