გერმანელი ვირუსოლოგი:  კორონავირუსის გამო სიცოცხლეს ვერ შევაჩერებთ

გერმანელი ვირუსოლოგი:  კორონავირუსის გამო სიცოცხლეს ვერ შევაჩერებთ

გერმანელი ვირუსოლოგი ჰენდრიკ შტრეკი კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობას ხედავს. ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სიტუაციის შეფასების დროს ჩვენ მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ დავეყრდნობით. სოციალური თვალსაზრისით დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა ყოველთვის ცუდი არ არის, რადგან დაავადება აძლევს საშუალებას იმ ადამიანებს, ვინც ის გადაიტანა, გარკვეული ხნით მაინც გამოიმუშაონ იმუნიტეტი და არ შეუწყონ ხელი პანდემიის გავრცელებას. ჩვენ სიცოცხლეს ვერ შევაჩერებთ“, – მიიჩნევს ვირუსოლოგი.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის სწორი გზა არავინ იცის.

„ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ და უნდა გვქონდეს შეცდომების დაშვების უფლება“, – განაცხადა ექსპერტმა.

გერმანიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 260 ათასამდე ინფიცირებული. 9 300-ზე მეტი გარდაიცვალა.

Katana . სწორია ეს კაცი!..
ვირუსის გამო გაჩერებული მსოფლიო ეკონომიკა გაცილებით მეტ უბედურებას მოუტანს მსოფლიოს, ვიდრე თვითონ ვირუსი.
უნდა ამუშავდეს და გაიხსნას ყველაფერი!
თვითონ გაუფრთხილდეს თავს ყველა!..
ძირითადად ხანდაზმულები მიჰყავს კოვიდს. არც მე ვარ ახალგაზრდა და თუ ისე დამიუძლურდა ორგანიზმი, რომ ვერ გავუმკლავდები - წამიყვანოს, რა ვქნა!
ხომ არ შეიძლება პანდემიის შიშით ცხოვრება ჩაკვდეს დედამიწაზე!
რომ ვიმეორებთ წარამარა, ყველაფერი უფლისგან არისო, ჩავთვალოთ, რომ ესეც უფალმა მოუვლინა კაცობრიობას და რატომ მოუვლინა - თვითონ იცის, ჩვენ არ ჩაგვაბარებს ანგარიშს!
4 წლის უკან