პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გუშინ დილით დაბრუნდა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 40-სართულიანი სასტუმროს მაკეტიც აჩვენა, რომლის აშენებაც თბილისის ცენტრში იგეგმებოდა, თუმცა პროექტი ჩაიშალა, რადგან იგი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა. პრეზიდენტმა ხობისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურისა და აეროპორტში ასაფრენი ბილიკის ჩაშლილი მშენებლობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროექტების არგანხორციელებით საქართველომ მილიონობით ტურისტი და 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა.