„სქ­რინ­შო­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია” - რა განცხადებას ავრცელებს Zoom Earth-ი რამიშვილის ფოტო-მტკიცებულებების შესახებ

„სქ­რინ­შო­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია” - რა განცხადებას ავრცელებს Zoom Earth-ი რამიშვილის ფოტო-მტკიცებულებების შესახებ

„სქ­რინ­შო­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია” - რა განცხადებას ავრცელებს Zoom Earth-ი რამიშვილის ფოტო-მტკიცებულებების შესახებ-ის ოფიციალური არხი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები გაყალბებულია. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში twitter–ზე წერს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, არსებული სატელიტური ფოტოები  რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ არის გადაღებული.

Zoom Earth-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომელიც ამინდის სატელიტურ ფოტოებს პირდაპირ რეჟიმში აჩვენებს და მას რეალურ დროში განახლების ფუნქცია აქვს. კომპანიის განცხადებით, დედამიწის საუკეთესო მაღალი რეზოლუციის საჰაერო ხედები უსწრაფესად მასშტაბირების რუქაზე დაიტანება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამით სწავლობენ შტორმის, ფართომასშტაბიანი ხანძრების, საკუთრების და ა.შ. მიმდინარე ამსახველ სურათებს .

Zoom Earth-ი მანამდე ცნობილი იყო, როგორც Flash Earth-ი.

„სქ­რინ­შო­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია ტო­ტა­ლუ­რად. რე­ა­ლურ დრო­ში მყო­ფი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ მას­შტა­ბის და­ბალ დო­ნე­ზე, სა­დაც ჩანს ქა­ლა­ქე­ბი, ღრუბ­ლე­ბი. შე­ნო­ბე­ბის და მან­ქა­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა თვე­ე­ბის ან წლე­ბის წი­ნ არის გადაღებული” – წერს Zoom Earth-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი არხი.

romani ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნების მატარებელი ქმედებაა ადვოკატის მხრიდან. ამ საქმეში უკვე მეორე (პირველი იარაღით ვაჭრობას ეხებოდა). სატელიტური სურათის გაყალბება მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რადგან მოიცავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ქვეყნებს შორის საომარი კონფლიქტის ინიცირების შესაძლებლობას, ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობას ( გაიხსენეთ, უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის, დღემდე, ბოლომდე, გამოუკვლეველი საქმე) და სხვა. პრეცედენტები უკვე არსებობს, გადამდებია, ამიტომ, ამ სიყალბის შემქმნელმაც და ინსპირატორმაც უნდა პასუხი აგონ.
4 წლის უკან
romani გრამატიკული შეცდომები გამეპარა ( მე ვიწრო ფანჯარას ვადანაშაულებ), მომიტევეთ.
4 წლის უკან