პარაგვაელი ფოტო-მოდელი ლარისა რიკელმე კორონა-პანდემიისას არ მოცდენილა და თუკი სხვები კარანტინში ცრემლების ღვარღვარში ატარებდნენ დროს, ლარისამ ახალი გულისსწორი იპოვა და საზოგადოებაში უკვე ოფიციალურად ჩნდება პარაგვაელ ფეხბურთელ ჯონათან ფაბროსთან.
ჯინათანი ლარისას ადრეც ეტრფოდა, მაგრამ მოდელს მისთვის არ ეცალა და ფიქრნი ლარისასინი სულ სხვაგან ქროდა. გაგანია კარანტინის ჟამს კი ფაბრომ ლარისა საკუთარ სახლში მიიწვია შეკეტილობის კაეშანის ერთად გასაქარვებლად, რაზეც მოდელი მსწრაფლივ დათანხმდა და ასე გამოიჩორკნა ფეხბურთელისა და მოდელის ახალი წყვილი.
სამწუხაროდ კორონა-პანდემია ჩვენს პლანეტაზე ისევ გრძელდება და საფეხბურთო მატჩები კვლავინდებურად ქომაგების გარეშე იმართება, თორემ უკვე ვნახავდით ტრიბუნაზე შემოსკუპებულ ლარისას, რომელსაც ქომაგობა ისე კარგად გამოსდის, რომ მის ხილვას მართლაც რომ არაფერი სჯობს...