მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს მისი ბოლო უცნაური ოცნება აუსრულდა, რაც საღეჭი რეზინის, Juicy Fruit-ის მსგავსად შეღებილ კუბოში დაკრძალვას გულისხმობს.
LadBible-ის ინფორმაციით, 94 წლის ვეტერანი, სატი ეკონომი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯებოდა და მას უისკონსინში, სალემში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მზრუნველობდნენ.
ის მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში მსახურობდა. კაცმა სწორედ იქ აღმოაჩინა მისი განუზომელი სიყვარული Juicy Fruit-ის მიმართ.
Juicy Fruit-ს კომპანია Wrigley აწარმოებს და აღსანიშნავია, რომ მათ ომის დროს უარი თქვეს პროდუქციის სამოქალაქო ბაზარში გატანაზე, რათა მთელი თავისი პროდუქტი ქვეყნისთვის მებრძოლთათვის დაერიგებინათ.