ტელეკომპანია AMC სერიალ „მოსიარულე მკვდრებს“ მე-11 სეზონის შემდეგ დახურავს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუს ფინალურ სეზონში 24 ეპიზოდი იქნება და მაყურებელი მას 2021-2022 წლებში ნახავს. ამასთან, შოუს დახურვის შემდეგ ფრანშიზის გაფართოვდება გაგრძელდება. ტელეკომპანიამ ახალი სპინ-ოფის შესახებ განაცხადა, რომელიც „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირების - დერილ დიქსონისა და კეროლ პელეტიეს ისტორიას მოგვითხრობს. მათ როლებს შოუში ნორმან რიდუსი და მელისა მაკბრაიდი ასრულებენ.
პროექტს ორიგინალური სერიალის შოურანერები - ანჯელა კენგი და სკოტ გიმპლი უხელმძღვანელებენ. მისი რელიზი კი 2023 წელს იგეგმება.