ტყის ხანძრების გამო კალიფორნიის ცა ნარინჯისფერი გახდა

ტყის ხანძრების გამო კალიფორნიის ცა ნარინჯისფერი გახდა

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრებმა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან მძვინვარებს, რეკორდული ფართობი, 1906 კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამ მონაცემებით ეს კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძარია. სტიქიას 14 000 მეხანძრე ებრძვის. ამ დროისთვის ხანძრის 29 კერაა.

ძლიერი ხანძრების გამო უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიის ცა მოწითალო-ნარინჯისფერია. ამ სეზონზე სტიქიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.