რა ხდება ბრედლი კუპერსა და ირინა შეიკს შორის? წყვილი დაშორების შემდეგ ერთად პირველად შენიშნეს!

რა ხდება ბრედლი კუპერსა და ირინა შეიკს შორის? წყვილი დაშორების შემდეგ ერთად პირველად შენიშნეს!

45 წლის მსახიობს ბრედლი კუპერს და 34 წლის მოდელს ირინა შეიკს სამი წლის შვილი ლეა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობს, შვილთან ისინი ბევრ დროს ატარებენ და ცალ-ცალკე პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებიან, თუმცა ამჯერად ისინი ერთად რომანტიკული ურთიერთობის დასრულების შემდეგ პირველად შენიშნეს.

ირინა და ბრედლის პაპარაცული ფოტოებიდან, ფანებში განსაკუთრებული გაკვირვება დაშორებული წყვილის ჩახუტების კადრმა გამოიწვია და მათ ეჭვი ვარსკვლავური წყვილის აღდგენაზეც კი გაუჩინათ. ფანების ვარაუდის მიუხედავად არც ბრედლის და არც ირინას ამასთან დაკავშირებით კომენტარი  არ გაუკეთებიათ.