თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი 8 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს ყურით მოთრეულს უწოდებს.
„გუშინ, 8 სექტემბერს სახელისუფლებო პროპაგანდის ფლაგმანმა, ტელეკომპანია იმედმა ჩვეულ სტილში ტალახის სროლისა და ბინძური თავდასხმების მორიგი კასკადი შემოგვთავაზა ჩემ მიმართ. ქართული ოცნების რუპორმა საგანგებო ეთერი მიუძღვნა ყველა იმ ყურით მოთრეულ ბრალდების თავიდან წამოწევას, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურა არაერთმა სასამართლო პროცესმა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ისრაელში.
ნათლად ვაცნობიერებ, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიბინძურე ჩემი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რომელიც კავშირშია ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებსა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან”. – წერს დავით კეზერაშვილი.
„ყველანაირად ცდილობენ თავისუფალი მედიის დაფინანსების წყაროების ჩაჭრას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვვითარდებით და არ ვაპირებთ რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად, სატელევიზიო სივრცე ჩვენი მოქალაქეების ზომბირების იარაღად დავუტოვოთ ხელისუფლებას.
იმედისა და სხვა პროპაგანდისტული სიბინძურის მანქანების საპირწონედ არსებობენ და იარსებებენ თავისუფალი მედიასაშუალებები. რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის 31 ოქტომბერი, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებების დღე, მით უფრო მეტი სიბინძურე გადმოიღვრება იმედის და სხვა სახელისუფლებო რუპორების ეთერებში.
ამის გამო ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით, ვერავინ შეგვაშინებს და თავისუფალი მედიის სარედაქციო პოლოტიკას ვერავინ გაგვაკონტროლებს. მჯერა, რომ საზოაგადოების ინტერესშია თავისუფალი სიტყვა და შესაბამისად ვრჩებით საზოგადეობის და არა მთავრობის ინტერესის სადარაჯოზე”. – წერს დავით კეზერაშვილი.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე საქმეზე წარუდგინა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ უკანონო ჩამორთმევა-გასხვისების საქმეზე.
სასამართლომ კეზერაშვილი არაერთ საქმეში უდანაშაულოდ სცნო, რამაც პოლიტკურ სპექტრში, მათ შორის მის ყოფილ თანაგუნდელებში ეჭვები გააჩინა.
2017 წელს დავით კეზერაშვილს საჯაროდ მძიმე ბრალდებები წაუყენა „ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.
„დღეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს ყველაფერი?!… ენმ არის განახლებული პარტია და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“,- განაცხადა „ნიკა მელიამ TV “პირველის“ ეთერში.
(დიახ, უვადო, რადგან დახვრეტა, რასაც უპირობოდ იმსახურებენ ესენი, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს კანონმდებლობაში...).