პოპულარული რეალითი შოუ კარდაშიანების ოჯახის შესახებ მომავალ წელს დასრულდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება Twitter-ზე კიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნა.
„მივიღეთ რთული გადაწყვეტილება „კარდაშიანების ოჯახს“ დავემშვიდობოთ. ამ შოუმ გვაქცია იმად, ვინც ვართ და მუდამ ვიქნები მათ ვალში, ვინც ჩვენი კარიერების ფორმირებასა და ჩვენი ცხოვრების შეცვლაში როლი ითამაშა“, - განაცხადა შოუს ვარსკვლავმა.
შოუ ტელეკომპანია E!-ს ეთერში 14 წლის განმავლობაში გადიოდა და კიმს და მის ოჯახის წევრებს პოპულარობა მოუტანა. „კარდაშიანების ოჯახის“ ბოლო, 21-ე სეზონი ეთერში 2021 წელს გავა.