„ოსკარზე“ „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში წარსადგენი ფილმებისთვის ახალი მოთხოვნები შემუშავდა

„ოსკარზე“ „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში წარსადგენი ფილმებისთვის ახალი მოთხოვნები შემუშავდა

ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარზე“ „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში წარსადგენი ფილმებისთვის ახალი მოთხოვნები წარმოადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ კინოაკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, სულ მცირე ერთი მთავარი ან მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი აზიური, აფრიკული ან ლათინოამერიკული წარმოშობის უნდა იყოს; მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა სულ მცირე ერთი მესამედი ქალი, არათეთრკანიანი ან ლგბტ-თემის წარმომადგენელი უნდა იყოს; ფილმის მთავარი სიუჟეტური ხაზი რომელიმე ზემოხსენებულ ჯგუფს უნდა ეხებოდეს; ამავე ჯგუფების წარმომადგენლები ფილმის გადამღები ჯგუფის სულ მცირე ერთ მესამედს უნდა შეადგენდეს; ფილმის გამომშვებმა სტუდიამ ზემოხსენებული ჯგუფების წარმომადგენლებს ფასიანი სტაჟირების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

იმისათვის, რომ ფილმმა „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიის ნომინაცია მოიპოვოს, ის სულ მცირე ორ კატეგორიას უნდა აკმაყოფილებდეს. ახალი წესები 2024 წლიდან ამოქმედდება.