სადღესასწაულო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ჭორვილაში მდებარე 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.
"შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს.
შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს." - ასე მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა მართლმადიდებლურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.