სოსო გოგაშვილი: „საქართველოში აი, ეს ორი რამ სანამ არ ამოქმედდება, იქამდე ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება!“

სოსო გოგაშვილი: „საქართველოში აი, ეს ორი რამ სანამ არ ამოქმედდება, იქამდე ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება!“

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოში ეს ორი რამ, სანამ არ ამოქმედდება, იქამდე ჩვენს ქვეყანას არაფერი არ ეშველება. აგენტებით გადაიტენა ყველა სფერო, მთელი პოლიტიკა. ხანდახან სახელის ნაცვლად მათი ფსევდონიმი წამომცდება ხოლმე და ეგ ვინააო, რომ მეკითხებიან…ვჩუმდები.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამ ქვეყანაში,ან ყველაფერს გადაესვას ხაზი და ყველა უნდა შერიგდეს?

სხვანაირად, ტყუილად ნურაფრის იმედი, ნუ გექნებათ.

იმის ნაცვლად, რომ გასამართლდნენ პოლიტიკური სისტემები, პოლიტიკური ტერორისტები, ხალხისთვის ძალაუფლების მოპარვისთვის, მისი მითვისებისთვის, უდანაშაულო ხალხის ჩახოცვისთვის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვისთვის, კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის,კიდევ ბევრი რამისთვის….

და დასჯილები იყვნენ, ამის ნაცვლად, ყოველდღე ვუყურებთ ისევ მათ თავხედურ, ამბიციურ სახეებს პოლიტიკაში და ვისმენთ მათ დიდაქტიკურ-მენტორული ტონით ლაქლაქს.

უფრო მეტიც, ისევ ხელისუფლებაში მოსვლა ნებავთ. აგერ დღეს “პრემიერი” წარგვიდგინეს.

უმრავლესობა ჩუმადაა და იმედია, ეს ჩუმი უმრავლესობა გამოიღვიძებს.“