ხალხი დაიღალა სიძულვილის ენის გამოყენებითა და იმ აგრესიით, რომელსაც ისინი ავლენენ. ფაქტი ერთია, როდესაც სუსტი ხარ, სხვა არაფერი არ დაგრჩენია, თუ არა ის, რომ იყო მაქსიმალურად აგრესიული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„გარკვეული შედეგები იმალებოდა იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინათ ამომრჩეველზე და პირველ რიგში, თავიანთ ამომრჩეველზე. წარმოიდგინეთ, ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ეგზავნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი მას თავიანთი შეფასებებისთვის იყენებდნენ. დღეს თვითონვე მოჰფინეს ამას ნათელი“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
იქამდე, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც "რუსთავი 2" და გვარამია კვლევებს აკეთებდა, მაშინაც კი, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რომ გამოგეკითხა, პარტიის მხარდამჭერთა ნახევარიც არ უჭერდა მხარს მიშას პრემიერობას. ამას მალავდნენ, რადგან ეს დაასუსტებდა პარტიაში მიშას პოზიციებს“.