გიორგი კახიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის, რომ მათ უკან არის სიყალბე, ფარსი, ტყუილები, დროთა განმავლობაში აუცილებლად მჟღავნდება

გიორგი კახიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის, რომ მათ უკან არის სიყალბე, ფარსი, ტყუილები, დროთა განმავლობაში აუცილებლად მჟღავნდება

„ის, რომ მათ უკან არის სიყალბე, ფარსი, ტყუილები, დროთა განმავლობაში აუცილებლად მჟღავნდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

მან კომენტარი თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა.

„ის, რომ მათ უკან არის სიყალბე, ფარსი, ტყუილები, ეს დროთა განმავლობაში აუცილებლად მჟღავნდება. როდესაც შემდგომ სიმართლეს ამბობ - რა უნდა დაუპირისპირონ?! შესაბამისად, მათი მხრიდან ვიღებთ აგრესიას. მაგრამ ეს აგრესიაც მათთვის საზიანოა, რადგან ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში ვიხილეთ აღიარებების მთელი კასკადი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სოციალური მონაცემები ყალბდება. ესეც ხომ აღიარეს ცოტა ხნის წინ, როდესაც თქვეს, რომ 2016 წელს სოციალური კვლევებისას გარკვეული ინფორმაციები იმალებოდა. ეს ყოველივე, ჯამში წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებლული ამ ჯგუფების პოლიტიკურ სახეს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს პარტიის მხარდამჭერთა ნახევარიც არ უჭერდა.

„ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც „რუსთავი 2" და გვარამია კვლევებს აკეთებდა, მაშინაც კი, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რომ გამოგეკითხა, პარტიის მხარდამჭერთა ნახევარიც არ უჭერდა მხარს მიშას პრემიერობას. ამას მალავდნენ, რადგან ეს დაასუსტებდა პარტიაში მიშას პოზიციებს“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.