1997 წელს, პრინცესა დაიანას გარდაცვალებამდე, ის და პრინცი ჩარლზი წარსულის დავიწყებას ცდილობდნენ და მომავლის გეგმებს აწყობდნენ.
"ვფიქრობ, იმ დროისთვის მათ საერთო იპოვეს. ეს ყველაფერი კი ძალიან რთულად და ღვარძლით მოიხვეჭეს", — ამბობს CNN-ის რეპორტიორი ვიქტორია არბიტერი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სამეფო ოჯახსა და მათ ისტორიას იკვლევს, — "ჩემი აზრით, პრინცესა დაიანამ გარდაცვალებამდე საკუთარი თავი იპოვა და მომავლისთვის ემზადებოდა. იგი ნამდვილად ცდილობდა წარსულის დავიწყებას".
"რასაკვირველია, ეს მდგომარეობა მერყევი იყო, რადგან მაინც რთულია გაშორებულ პარტნიორთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ეს ურთიერთობა საჯაროა. თუმცა, ვფიქრობ, იმ პერიოდში ისინი ურთიერთობის უსიამოვნო ეტაპს გასცდნენ და მომავლისადმი რწმენით რეალობას ეგუებოდნენ".
38 წლის პრინც უილიამისა და 35 წლის პრინც ჰარის მშობლები 1992 წელს დაშორდნენ და განქორწინების პროცესი 1996 წელს დაასრულეს. ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის 31 აგვისტოს, პრინცესა დაიანა 36 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა — იგი პარიზში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
CNN-ის სერიალში — უინძორები: სამეფო დინასტიის შიდა სამზარეულო — არაერთ უცნობ ფაქტი თუ ისტორიაა გამოაშკარავებული. იგი უფრო ახლოს გვაცნობს 71 წლის უელსის ჰერცოგს და მისი და პრინცესა დაიანას ქორწინებაში "დრამის, საპნის ოპერისა და გაზეთის ყვითელი სათაურების გვერდის ავლით" გვახედებს.
"ამ დოკუმენტურ სერიალში ისიც მოხსენიებულია, თუ როგორ გაემგზავრა პრინცი ჩარლზი დაიანას ცხედრის პარიზიდან გადმოსასვენებლად. იგი განადგურებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ოფიციალურად იყო გაშორებული, ჩარლზს იგი მაინც უყვარდა — ბოლოს და ბოლოს, იგი მისი შვილების დედა იყო", — ამბობს არბიტერი, — "ვფიქრობ, გაშორების შემდეგ ისინი უკვე მოწიფულები გახდნენ და მზად იყვნენ, უსიამოვნო წარსული უკან მოეტოვებინათ, მომავალი კი თითქოს კარგს უქადდა მათ".