ტომ კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახტა

ტომ კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახტა

„შეუსრულებელი მისიის“ მორიგი ნაწილის გადაღებებზე ტომ კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახდა. ამის ამსახველი კადრები Twitter-ზე გავრცელდა.

ამერიკელი მსახიობი ჯაშუშების შესახებ ფრანშიზის მეშვიდე ნაწილზე მუშაობს და ტრადიციულად სარისკო ილეთებს თავად ასრულებს. კადრებზე ჩანს, რომ კრუზი პარაშუტს დროულად ხსნის, მოტოციკლი კი ხევში ვარდება. გადაღებები ნორვეგიაში მიმდინარეობს.

„შეუსრულებელი მისია 7“ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა. ფილმის რეჟისორი კრისტოფერ მაკუორია.