ექსპოზიცია „გადარჩენილი სიძველეები" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებსა და მაცხოვრის გამოსახულებებს ასახავს. სიძველეები ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლების განმავლობაში ერთობლივად აღადგინეს. გამოფენა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ერთი კვირა გაგრძელდება და პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავს და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.