„მოქალაქე დეპარდიევსკი", ასე უწოდა რუსეთის მოქალაქეობის არჩევის გამო ფრანგ მსახიობს ბრიტანულმა მედიამ. კინოვარსკვლავი უკვე რუსეთის მოქალაქეა. პუტინი 3 იანვრის ბრძანებულების გაცემის შემდეგ ჟერარ დეპარდიეს უკვე სოჭში შეხვდა, სადაც მსახიობს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და რუსული პასპორტი გადასცა.