სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმე აღიძრა. საქმე 2005 წელს, სენაკის სამხედრო ბაზის მშენებლობის დროს გამოყენებულ 25 ათას კუბურ მეტრ ინერტულ მასალას ეხება. ამ პერიოდში გურამ მისაბისვილს, რომელიც ახლა საპარლამენტო უმცირესობის წევრია, მაშინ სენაკის გამგებლის თანამდებობა ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ კირ-ქვის კარიერის მოპოვების ლიცენზია კარიერის ყოფილ მფლობელს ილია შენგელიას ჰქონდა, მისაბიშვილმა გამგეობისგან ნებართვა აიღო და ინერტული მასალის მოპოვება შეძლო. შენგელია აცხადებს, რომ მისაბიშვილმა უკანონოდ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ინერტული მასალა მიითვისა.