ავსტრალიაში ბუშტების ფორმის სახლი იყიდება

ავსტრალიაში ბუშტების ფორმის სახლი იყიდება

ავსტრალიაში, ქალაქ იპსვიჩის ახლოს მფლობელებმა ბუშტების ფორმის სახლი გასაყიდად გამოიტანეს. ამის შესახებ designboom წერს. გამოცემის ცნობით, მფლობელებს აქვთ მოლოდინი, რომ უცნაური ფორმის სახლი $1,8 მილიონად გაიყიდება.

შენობის ფართი 1000 კვადრატული მეტრია და 11 ბუშტის ფორმის დეტალისგან შედგება. სახლში 20 ოთახია. მისაღები, სამი საძინებელი, ორი სააბაზანო, სამზარეულო, სახელოსნო, ღვინის მარანი, ორი ბიბლიოთეკა და სამუშაო ოთახია. ასევე ტერიტორიაზე მდებარეობს ავტოფარეხი და გოლფის მოედანი.

უცნაური სახლის ავტორია ავსტრალიელი არქიტექტორი გრემ ბირჩელი. მან პროექტი თავისი დისერტაციის ფარგლებში 1981 წელს მოამზადა. „მე მჯერა, რომ ადამიანს ყველანაირი შენობის აგება შეუძლია“, - აცხადებს არქიტექტორი.